სიახლეები

Logistics Expo 2026 — ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა

13 მარტი 2026

2026 წლის 12–13 მარტს, თბილისში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცეში გაიმართა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა — Logistics Expo 2026. ღონისძიებამ გააერთიანა ლოგისტიკის სექტორის ლიდერები, ექსპერტები და სხვადასხვა მიმართულების კომპანიები მთელი რეგიონიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელში.

 

ორი დღის განმავლობაში გამოფენა იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად, ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების განსახილველად და ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცვალათ ხედვები, ემსჯელათ სექტორის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.

 

 

MSCS Georgia Logistics Expo 2026-ზე

MSCS Georgia უკვე მეორე წელია აღნიშნული გამოფენის მონაწილეა, რაც კომპანიის აქტიურ ჩართულობას და ინდუსტრიის განვითარების პროცესში მის მნიშვნელოვან როლს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

გამოფენის ფარგლებში MSCS Georgia-ს სტენდმა უმასპინძლა მრავალ სტუმარს — პარტნიორებს, პოტენციურ კლიენტებსა და სფეროს წარმომადგენლებს. შეხვედრებისას განიხილებოდა როგორც მიმდინარე პროექტები, ასევე ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით.